ვერტებრო–ბაზილარული უკმარისობა

კითხვა: ჩემი ძმა არის 67 წლის ფიზიკურად არის ჯანმრთელი მაგრამ სიარულის დროს წონასწორობას ვერ იცავს და უჭირს სწორ ხაზზე გავლა დიაგნოზი:ცერებრო ბაზილარული სინდრომი 645. გვითხრეს არ რჩებაო.
პასუხი:

მოგესალმებით,

შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია. ადამიანის ორგანიზმის ვესტიბულური აპარატის ნორმალური, დაბალანსებული ფუნქციონირება აუცილებელია, რათა სხეულმა ვერტიკალური მდგომარეობა შეინარჩუნოს და სივრცეში შეთანხმებული მოძრაობა განახორციელოს, თავის მდებარეობა სტაბილური იყოს, ხოლო მხედველობა - ფიქსირებული, სათანადოდ წარიმართოს სივრცობრივი ორიენტაციის ფორმირება. აქედან გამომდინარე, ვესტიბულური აპარატის ნებისმიერ დარღვევას აღნიშნული ფუნქციების გამართულად შესრულების დაქვეითება მოსდევს.

ვერტებრო–ბაზილარული არტერიული სისტემა მოთავსებულია თავის ტვინის უკანა მხარეს და მოიცავს ვერტებრალურ და ბაზილარულ არტერიებს. ეს სისხლძარღვები ამარაგებენ თავის ტვინის სასიცოცხლო სტრუქტურებს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით.

ყველაზე ხშირი მიზეზი უკმარისობის განვითარების არის ათეროსკლეროზი, ასევე სხვა ფაქტორები– კისრის მალების ოსტეოქონდროზი, ჰიპერტენზია, დიაბეტი, სიმსუქნე, გენეტიკური ფაქტორი ან ქოლესტერინის მაღალი დონე.

ზუსტი დიაგნოზის შემთხვევაში და თანამედროვე, სრული მკურნალობის პირობებში, დაავადებისგან განკურნება შესაძლებელია.

ჩვენი რჩევა იქნება მიმართოთ ნევროლოგს, რომელიც ობიექტური შეფასების შემდეგ მისცემს პაციენტს  შესაბამის მითითებებს და დაუნიშნავს მას  სათანადო მკურნალობას.

ასევე, შესაძლებელია ვიზიტისას გადაამისამართოს თქვენი ძმა სხვა სპეციალისტთან,  კერძოდ ნეიროქირურგთან.

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც ტარდება აქცია, რომელიც გულისხმობს ნევროლოგის უფასო კონსულტაციას ყოველ პარასკევს.

თუ ვიზიტისას სპეციალისტი საჭიროდ ჩათვლის განმეორებით მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით კვლევას, შემოგტავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia

აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა