მენსტრუალური ციკლის დარღვევა, სპონტანური აბორტი

კითხვა: გამარჯობა. ვარ 18წლის, წინა მენსტრუაცია მქონდა 28 ში , ახლა კი გდამიცდა, (არ მომივიდა) ხშირად მაწუხებს თავის ტკივილი და ხშირი შარდვა, ასევე 3თვის წინ მომეშალა მუცელი, მაინტერესებს რა შეიძლება ხდებოდეს? ასევე ხშირად მტკივა მუცლისქვეშ.
პასუხი:

მოგესალმებით,

მოგაწოდებთ ზოგად ინფორმაციას.  მენსტრუალური ციკლის დარღვევის მიზეზი შესაძლოა იყოს ავიტამინოზი, ხშირი დიეტა, ჰორმონული დარღვევა, ფსიქიკური ტრავმა, ინფექციური დაავადება, გინეკოლოგიური ჩარევა, ღვიძლის დაავადება, სიმსუქნე. არანაკლებ როლს ასრულებს გენეტიკური განწყობაც.

ასევე,  ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონულმა  პრეპარატებმა, შესაძლოა გამოიწვიოს ციკლის გამოტოვება და დარღვევა.

მკურნალობა მენსტრუალური ციკლის დარღვევის ტიპზეა დამოკიდებული. თავდაპირველად უნდა დადგინდეს მიზეზი, განისაზღვროს ჰორმონული სტატუსი (მენსტრუალური ციკლის პირველ და მეორე ფაზაში), ჩატარდეს ფუნქციური  ტესტები, ულტრაბგერითი კვლევა.

რაც შეეხება ორსულობის შეწყვეტას, ამ  დროს  ირღვევა ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციონირება – ჰიპოფიზის, საკვერცხეების და ა.შ. ეს კი განაპირობებს მომავალი ორსულობის დროს არაადეკვატურ უზრუნველყოფას ენდოკრინული სისტემის მხრიდან.

უხშირესად ეს გამოიხატება ყვითელი სხეულის ჰორმონის – პროგესტერონის უკმარისობით. შედეგად ორსულობა წყდება პირველ ტრიმესტრშივე.

გართულების თავიდან ასაცილებლად საკმარისია,  სასქესო ჰორმონთა გამოკვლევები და საჭირო კორექციების შეტანა.

გირჩევთ, დროულად მიმართოთ  შესაბამის სპეციალისტს.

კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ სრულ გინეკოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა