ადენომა

კითხვა: გამარჯობა, ამ ბოლო დროს სულ გრიპის ნიშნები მაქვს ზამთარ ზაფხულს მნიშვნელობა არ აქვს,დილა საღამო მემართება ასე, არაფერე არვყოფილვარ ალერგიული, თან დაბალი სიცხეებიც მაქვს ასე 37.3 დან 37.7 დამდეც ადის, და კიდე ხშირად მისივდება და მტკივა მარჯვენა იგლია , 3წლის წინ ადენომა ამომიგეს იღლიიდან მარა მაინც მტკივა და მენსტრუაციის წინ მისუვდება და ტკივილიც იმატეს, ეხიზე არაფერი ჩანს, მკერდშიც მქონდა ადენომები და იქაც ოპერაცა აქვს გაკეთებული ერთი წლის უკან . რას მირჩევთ ვუს მივმართო?
პასუხი:

მოგესალმებით!
თუ ფიბროადენომაზე საუბრობთ, გეტყვით, რომ ეს არის სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნე. მისი აღმოცენების მიზეზი ბოლომდე არ არის ცნობილი, თუმცა არის მოსაზრება, რომ მას იწვევს ჰორმონული ცვლილებები. რაც შეეხება ლიმფური კვანძის გადიდებას, იღლიის ფოსოში არსებული ლიმფური კვანძების გადიდება ხშირად სარძევე ჯირკვალში მიმდინარე ანთებითი პროცესის მანიშნებელია , თუმცა როგორც მოგვითხრობთ ექოსკოპიური კვლევა ჩაიტარეთ და პათოლოგია არ გამოვლინდა. ანუ, თქვენ მიერ აღნიშნულ მაღალ ტემპერატურას ძუძუს ან იღლიის ფოსოს ანთებითი პროცესი არ იწვევს. თუ ვივარაუდებთ, რომ ეს სიმპტომები მომდინარეობს აღნიშნულიდან, მაშინ მას თან უნდა ერთვოდესს მკერდის სიწითლე და პალპაციით (ხელით გასინჯვისას) ვლინდებოდეს.
დასაზუსტებელია, ციკლი დარეგულირებულია თუ არა.
სავარაუდოდ, დარღვეულია ჰორმონული ფონი და იმუნურ სისტემასაც „უჭირს“, ტემპერატურა კი ქრონიკული ინფექციიდან გამომდინარე შეიძლება გქონდეთ, ასევე შესაძლებელია იყოს ჰორმონული დისბალანსის გამოხატულებაც.
პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს ინფექციურ–ალერგიული კომპონენტი, გამოსაკვლევია ასევე ფარისებრი ჯირკვალი, რომ არ იყოს აუტოიმუნური თირეოდიტის ფონი.
დისტანციურად რთულია, გაგცეთ ზუსტი პასუხი, ამიტომ, მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ენდოკრინილოგთან კონსულტაციაზე, რომელიც თქვენი ზოგადი მდგომარეობის და ანამნეზის შეკრების შემდეგ, დასვამს ზუსტ დიაგნოზს და დაგენიშნებათ მკურნალობა, ვიზიტისას შესაძლებელია მკურნალობაში ჩაერთოს სხვა სპეციალისტიც. ჩვენი კლინიკა არის პოლიპროფილური, გვყავს ყველა სპეციალისტი, რაც ხელს შეგიწყობთ და არ მოგიწევთ სხვადასხვა კლინიკაში გადამისამართება. ჩვენი მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი კი აუცილებად დაგეხმარებათ, მკურნალობის ტაქტის დაგეგმარებაში.
ჩვენი საკონტაქტო ნომერია 577 119 119 და 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა