კისრის ოსტეოქონდროზი

კითხვა: გამარჯობა, ვარ 29 წლის მამაკაცი, მაქ ყოვედღიური თავის ტკივილები კეფის არეში და თავის მარცხენა ნაწილში თუმცა ამ დროს წნევა არ მაქ მომატებული 120/80 და ასევე დატვირთვის დროს თავის ქვევით დახრის ან თავის შემობრუნების დროს მაქ მარცხენა ყურში შუილი, რისი ბრალი შეიძლება იყოს?
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად დიაგნოსტირება რთულია, თუმცა თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა საქმე ეხებოდეს კისრის ოსტეოქონდროზს, რომელზეც მოგაწოდებთ ზოგად ინფორმაციას.
ოსტეოქონდროზი ხერხემლის დისტროფიული დაავადებაა. ყველაზე ადრე მალთაშუა დისკები ზიანდება და დეფორმირდება. განსაკუთრებით სათუთია ხერხემლის კისრის ნაწილი. სწორედ აქ მდებარეობს საძილე და ხერხემლის არტერიები, რომლებიც თავის ტვინს სისხლით ამარაგებს. ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი სიმპტომების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც ხერხემლის ამ მონაკვეთის თავისებური ანატომიური აგებულების ბრალია.
ხერხემლის, განსაკუთრებით კი კისრის მალების ოსტეოქონდროზი შესაძლოა ყურებში ხმაურის მიზეზად იქცეს. ეს პათოლოგიური პროცესი იწვევს ხერხემლის კისრის ნაწილის ვიწრო არხებში გამავალი ხერხემლის არტერიების სპაზმს ან მათზე ზეწოლას. შედეგად ვესტიბულურ სისტემას ნაკლები სისხლი მიეწოდება. ყურებში აღმოცენდება ხმაური, რასაც ერთვის თავბრუხევევა, ტკივილი, დაძაბვა და დისკომფორტი კისრის არეში, კეფის ქვედა ნაწილში, საფეთქლებში, ადვილად დაღლა.
ზუსტი დიაგნოსტირებისათვის, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღე გახლავთ პარასკევი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა