კითხვა: გამარჯობა, ჩემი შვილი ერთი წლისაა გუშინ ჩავაბარეთ სისხლის საერთო ანალიზი, პასუხმა ძალიან ამაფორიაქა რადგან სისხლში დიდი ცვლილებაა, ყველაზე მაღალია პროტრომინი, 220.0-490.0 ნორმაა ბავშვს 715 აქვს. ეს რამდენად სერიოზულია. ხვალ მიგვყავს ხელახალი ანალიზის ჩასაბარებლად და ექიმთან
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდოდ უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს პროთრომბინის მაღალ მააჩვენებელთან დაკავშირებით.
დიახ, აუცილებელია გადამოწმდეს INR ლაბორატორიული კვლევა, ხოლო თუ პასუხი არ შეიცვალა, გამომწვევ მიზეზებსა და მკურნალობის მეთოდებზე სასურველია, გაესაუბროთ პედიატრს.
სხვა შემთხვევაში, მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას. რადგან „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ჩვენ ვერ დაგეხმარებით.


ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა