მკერდის ტკივილი - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: გამარჯობა ჩემს 10 წლის გოგონას 5 დღეა მკერდი აწუხებს ხელის დადებაზე თორემ ისე ტკვილები არ აქვს ,ხელით დავუთვალიერე და სიმაგრე შევნიშნე ციკლი ჯერ არ მოსვლია მკერდი არც შეწითლებულიდა არც შესიებული არ აქვს,მირჩიეთ ვის მივმართო .
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა, შესაძლოა ჩივილი უკავშირდებოდეს გარდატეხის ასაკის სირთულეებს. კერძოდ კი, მკერდის ზრდის დაწყებას ან პრემენსტრუალურ სინდრომს.
პრევენციის მიზნით უმჯობესია, მიმართოთ ოჯახის ექიმს, რომელიც შეკრებს ანამნეზს და საჭიროების შემთხვევაში გადაგამისამართებთ შესაბამის სპეციალისტთან.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ჩვენს ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა