კითხვა: გამარჯობა, ჩემს 4 წლის ბიჭს უკვე მეოთხედ გამოუვიდა ქალაზიონი, 2მა თავი გაიკეთა და გაიწოვა დანარჩენი კი ისეა ჩამაგრებული არ იწოვება, მაინტერესებს თქვენ კლინიკაში ამ ასაკის ბავშვისთვის რა კეთდება, ასევე გთხოვთ მითხრათ რა შეიძლება იყოს ასეთი სიხშირით ქალაზიონის გაჩენის მიზეზი, რა კვლევები უნდა ჩავუტარო ბავშვს მიზეზის დასადგენად? მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდოდ საუბარი გაქვთ ჯიბლიბოზე, რადგან ქალაზიონი ქუთუთოს ხრტილის სისქეში არსებული მკვრივი კვანძია, რომელსაც არ ახასიათებს თვითგანკურნება.
შესაბამისად, მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ ქირურგიული ჩარევით.
ჯიბლიბო კი, არის ქუთუთოს კიდის მტკივნეული შესიება. ჯიბლიბოები ხშირად ჩირქს შეიცავს. ჯიბლიბო უფრო ხშირად ქუთოთოს გარეთა ნაწილზე წარმოიქმნება , თუმცა იგი აგრეთვე შეიძლება წარმოიქმნას ქუთუთოს შიგნითა ნაწილზეც.
ჯიბლიბოს იწვევს ქუთუთოს ცხიმოვანი ჯირკვლების ინფექცია. ამ ინფექციის ყველაზე ხშირი გამომწვევია სტაფილოკოკური ბაქტერია.
პირველ რიგში უნდა მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში ოფთალმოლოგს, რომელიც მოგცემთ რეკომენდაციას საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებზე.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:    https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/25 

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა