მოგესალმებით,
მეტყველების განვითარების ყველაზე აქტიური პროცესი 3-დან 6 წლამდეა და დარღვევებიც, ძირითადად სწორედ ამ დროს ვლინდება.
არსებობს რამდენიმე სახის სამეტყველო დარღვევა, მაგალითად:
- ლოგონევროზი;
- ტაქილალია;
- ექოლალია;
- ბრადილალია და ა.შ.
ამასთან, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ორი ცნება: მეტყველების განუვითარებლობა–ჩამორჩენა და მეტყველების დარღვევა.
ეს ყოველთვის პათოლოგიურ მდგომარეობას არ ნიშნავს, თუმცა მაინც აუცილებელია პატარა აჩვენოთ სპეციალისტს.
უნდა დადგინდეს პრობლემის მიზეზი, რადგან შეიძლება, მხოლოდ მეტყველების შეფერხებაა და საგანგაშო არაფერია, მაგრამ შეიძლება ამ დროს აუტიზმისთვის დამახასიათებელმა პირველმა ნიშნებმაც იჩინოს თავი.
უნდა მიმართოთ ნეიროფსიქოლოგს ან მეტყველების თერაპევტს , ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/25
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!