ლივედო რეტიკულარისი

კითხვა: მოგესალმებით. მაწუხებს ქვედა კიდურები, მაქვს ლივედო თუ ლებედო ზუსტად ტერმინი არ ვიცი სიჭრელე მაქვს კიდურებზე დიდი ხანია. როცა ვწევარ სიჭრელე ქრება. თუ მკურნალობთ ამ დაავადებას რო მოვიდე თქვენთან
პასუხი:

მოგესალმებით! ლივედო რეტიკულარისი ეს არის სხვადასხვა დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშანი, რომელიც ხასიათდება მუდმივი ან გარდამავალი კანის ფერის ცვლილებით. ამ დროს კანი იღებს ლურჯ ან იასამნისფერ ბადისებრ შეფერილობას. ძირითადად გვხვდება ქვემო კიდურებზე და შეიძლება სიცივეში იყოს უფრო მეტად გამოხატული. ასევე ახასიათებს დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება. ის შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლძარღვების სპაზმით ან დარღვეული სისხლის მიმოქცევით კანის ზედაპირთან ახლოს. ნებისმიერ პათოლოგიას ან ფიზიოლოგიურ პროცესს, რომლის დროსაც ხდება სისხლის მიმოქცევის დარღვევა, შეუძლია გამოიწვიოს კანის მსგავსი გაუფერულება. 

ლივედო რეტიკულარისი შეიძლება იყოს როგორც პირველადი, ასევე მეორეული. პირველადის დროს, გამომწვევი მიზეზი უცნობია. მეორეული ლივედო რეტიკულარისი დაკავშირებულია სხვადასხვა სისტემურ დაავადებებთან, როგორიცაა:
–ვასკულოპათია (ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, მრავლობითი მიელომა, პოლიციტემია, დისემინირებული ინტრავასკულური კოაგულაცია) –აუტოიმუნური დაავადებები ( სისტემური მგლურა, რევმატოიდული ართრიტი) –ვასკულიტი( კვანძოვანი არტერიიტი, გრანულომატოზი,ტემპორალური არტერიტი) –მრავლობითი სკლეროზი –ინფექციები ( ტუბერკულოზი, სიფილისი, მიკოპლაზმური პნევმონია) –წამლისმიერი.
თქვენ შემთხვევაში ჩვენი რჩევა იქნება მიმართოთ ანგიოლოგს. ექიმი ობიექტური შეფასების შემდეგ მოგცემთ შესაბამის მითითებებს ან საჭიროების შემთხვევაში გადაგამისამართებთ სხვა სპეციალისტთან. ასევე შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჩვენი კლინიკის აქცია, რომელიც გულისხმობს ანგიოლოგის უფასო კონსულტაციას ყოველ ორშაბათსა და სამშაბათს. დამატებითი ინფორმაციისათვის და წინასწარი ჩაწერისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე– 577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა