მოგესალმებით,
გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, გაღიზიანება ან ეროზიაა. ის არის არა ერთი კონკრეტული დაავადება, არამედ გარკვეულ ვითარებათა ჯგუფი, რომელიც კუჭთან დაკავშირებული პრობლემებით და სიმპტომებით ვლინდება. ის შეიძლება უცებ გამოვლინდეს ან თანდათანობით განვითარდეს.
რაც შეეხება ნაწლავის წყლულოვან დაავადებას, იგი ქრონიკული, მორეციდივე პათოლოგიაა, რომელიც კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავში წყლულების წარმოშობით ხასიათდება.
წყლულები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ლორწოვანი გარსის დამცავი მექანიზმები ქვეითდება და ამ ფონზე კუჭის წვენის აგრესიული მოქმედება იზრდება.
დღეს უკვე დადგენილია, რომ პეპტიური წყლულის განვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ორ ფაქტორს - ჰელიკობაქტერიას და არასტეროიდულ, ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს.
თუ პრეპარატი დანიშნულია ექიმის მიერ, მიჰყევით მის რეკომენდაციებს და გააგრძელეთ მისი დანიშნულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავი აარიდეთ თვითმკურნალობას.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც შეფასდება თქვენი მდგომარეობა და დაგენიშნებათ ინდივიდუალური მკურნალობა, ხოლო განმეორებითი გასტროსკოპიის საჭიროების შემთხვევაში, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !