პრემენსტრუალური სინდრომი

კითხვა: ჩემს გოგოს, რომელიც არის14 წლის, აქვს საკვერცხეების ტკივილი. გადავუღეთ ეხო. აჩვენა რომ აქვს ფოლიკულების ჭარბი რაოდენობა და ის იწვევს ტკივილსო. მაინტერესებს რამდენად საშიშია და ვის მივმართო. მადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,სავარაუდოდ თქვენს გოგონას აქვს მენსტრუაციისწინა პერიოდი, რამაც გამოიწვია საკვერცხეების ტკვილი. ნორმალური მენსტრუაციული ციკლის ათვლა იწყება მენსტრუალური სისხლდენის დაწყების დღიდან და გრძელდება 3-6/7 დღე , შესაბამისად პირველ ფაზას მენსტრუალური ფაზა ქვია. ამ დროს საშვილოსნოს ლორწოვანის გასქელებული ზედა შრე ჩამოიფრცქვნება და გამოიყოფა სისხლთან ერთად. სისხლდენის ოდენობა განპირობებულია პერიოდის მახასიათებლებით. თუმცა ამ პროცესის პარალელურად ორგანიზმში ახალი კვერცხუჯრედის მომწიფების პროცესი იწყება - საკვერცხეში მენსტრუალური სისხლდენის ბოლო დღეებში ჰიპოთალამუსში სინთეზირებული ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის ზეგავლენით საფუძველი ეყრება ერთდროულად 20-მდე ფოლიკულის ზომებში ზრდას. გირჩევთ მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, რადგან "ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის ზემოთ ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა