კითხვა: გამარჯობა! ბავშვმა მკლავის მკვეთრი მოძრაობისას იგრძნო ტკივილი ბეჭის არეში. ტრამვა არ მიუღია (არც მე და არც ბავშვს არ ახსოვს) ბავშვი 15 წლისაა.გავაკეთეთ რენდგენი.ექიმმა მითხრა, რომ რაზეც ეჭვი აქვს შეიძლება ამ დროს არ გამოჩნდესო. დაგვინიშნა მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.მაინტერესებს, რისი საშიშროება შეიძლება იყოს.?
პასუხი:
მოგესალმებით,
დისტანციურად რა თქმა უნდა შეუძლებელია ვივარაუდოთ თუ რა მოსაზრება ჰქონდა თქვენს ექიმს, ვფიქრობთ, რომ საშიში არაფერია და შესაძლოა ტრავმატოლოგმა ივარაუდა, რომ ადგილი ჰქონდა ტრაპეციული კუნთის, ბეჭის ამწევი კუნთის, კიბისებრი კუნთის ან იოგის მიჭყლეტვას.
მიჰყევით თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციას, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს.
ასევე, გვაქვს სახსრის მაგნიტურ–რეზონანულ ტომოგრაფიაზე ფასდაკლება, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !