კეფის ტკივილი

კითხვა: გამარჯობა. ვარ 17 წლის. შევამჩნიე, რომ დაღლილობის შემდეგ კეფა მტკივდება. უმნიშვნელო ტკივილია, თუმცა დისკომფორტია მაინც. ხომ ვერ მეტყვით, რისი ბრალი შეიძლება იყოს?
პასუხი:

მოგესალმებით,

ტკივილი კეფის მიდამოში საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებაა, თავის ტკივილის უამრავ მიზეზს შორის არსებობს ისეთებიც, რომლებსაც კისრის იმ გამშლელი კუნთების დაჭიმულობა უწევს პროვოცირებას, რომლებიც სწორედ კეფის ქვეშ არის განლაგებული.შესაძლოა კეფის ტკივილი კისრის მიდამოდან მომდინარეობდეს.

კეფის ტკივილის ძირითადი მიზეზებია:

● ხერხემლის კისრის მიდამოს დაავადებები (სპონდილიტი, ხერხემლის კისრის მიდამოს მალათაშუა ანატომიური წარმონაქმნების ქვეამოვარდნილობები, ტრავმის დროს დაჭიმვა, ოსტეოქონდროზი);

● კისრის სპონდილოზი;

● კისრის მიდამოს მიოგელოზი.

თუ რა არის გამომწვევი მიზეზი, კონკრეტულად თქვენს შემთხვევაში, მიმოწერის რეჟიმში ამოცნობა შეუძლებელია .

ამიტომ, კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ ნევროლოგთან უფასო კონსულტაციას, სადაც ანამნეზის შეკრებისა და ობიექტური შეფასების შემდეგ, ექიმი შეგირჩევთ მკურნალობის მეთოდს, ხოლო თუ გამოიკვეთება მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით კვლევის საჭიროება, შემოგთავაზებთ უპრეცედენტო ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/20575/uprecedento-aqcia--gtavazobt-tavis-tvinisa-da-kisris-malebis-magnitur-rezonansul-tomografias

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა