ფიბრომიალგია, ბარიატრიული ქირურგია

კითხვა: მოგესალმებით. ფიბრომიოლოგის დიაგნოზის შემთხვევაში, რამდენად დასაშვებია ოპერაცია, ამ შემთხვევაში, ბარიატრიული ოპერაცია?! გმადლობთ.
პასუხი:

მოგესალმებით,
ფიბრომიალგიას ახასიათებს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის გავრცობილი ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, ძილის დარღვევა, მეხსიერების დაქვეითება.
სიმპტომები ზოგჯერ ფიზიკური ტრავმის, ქირურგიული ოპერაციის, ინფექციის ან ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესის შემდეგ იჩენს თავს, ზოგჯერ კი ეტაპობრივად ვითარდება თვალსაჩინო მიზეზის გარეშე.
არ არსებობს სამედიცინო კვლევები ან/და ფიზიკური ნიშნები რომლებიც უტყუარად დაგვიდასტურებს ფიბრომიალგიას, დიაგნოზამდე მივდივართ ამა თუ იმ სიმპტომის, სხვა პოტენციური გამომწვევის გამორიცხვის მეთოდით.
ფიბრომიალგია არ იკურნება, მაგრამ მედიკამენტებით მისი მართვა შესაძლებელია
რაც შეეხება ბარიატრიულ ოპერაციას, კერძოდ კი სლივგასტრექტომიას , რომელიც სიმსუქნესთან დაკავშირებულ ქირურგიულ ჩარევას გულისხმობს , ჩვენს კლინიკაში, თანამედროვე ლაპარასკოპული აპარატის მეშვეობით ტარდება.
ლაპარასკოპიულ მეთოდს შემდეგი უპირატესობები გააჩნია: ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდი გაცილებით ხანმოკლეა, ტკივილის სინდრომი ნაკლებადაა გამოხატული და პაციენტი მეორე დღესვე აქტიურდება. მნიშვნელოვანია ვიზუალური ეფექტიც – არ რჩება დიდი ზომის ნაწიბურები.
ჩვენთან ბარიატრიული ოპერაცია ტარდება სამედიცინო თვალსაზრისით და არა კოსმეტიკური, ან პლასტიკური მიზნით.
მობრძანდით ქირურგ გიგო ფიჩხაიასთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც განისაზღვრება სპეციალისტის მიერ დეტალები, დადგინდება საჭიროებთ თუ არა ქირურგიულ მკურნალობას და ამის შემდეგ ბატონი გიგო გიპასუხებთ თქვენს ყველა კითხვაზე ამომწურავად.
უფასო კონსულტაციის დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა