კითხვა: გამარჯობა, 6თვის წინ ვიმშობიარე, ორსულობის ბოლო თვეებში მქონდა ფეხების შეშუპება,პოთრომბინი მქონდა მომატებული, ვიკეთებდი ფრაქსიპარინს და ვიყენებდი გეტრებსაც..ეხლა ისევ დამეწყო ოდნავ მიშუპდება და დიდხანს დგომისას მტკივა მუხლს ქვემოთ ფეხები,მაქვს წვრილი კაპილარებიც,პოთრომბინი მაქვს 100,რა შეიძლება გავაკეთო? ბავშვი მყავს ძუძუთი კვებაზე და წამალს ვერ ვიღებ
პასუხი:
მშობიარობის შემდგომმა შეშუპებამ, ნორმალური მიმდინარეობის შემთხვევაში , 7-10 დღეში უნდა გაიაროს.
თუ ამ ვადის შემდეგ ,ისევ გაქვთ თქვენს მიერ აღწერილი სიმპტომები ,საფიქრებელია ვენური უკმარისობის არსებობა და ამ მიმართულებით აუცილებელია კვლევების ჩატარება .
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციას, უშუალო ვიზიტისას, ექიმი–ანგიოლოგი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, დაგინიშნავთ საჭირო კვლევებს, დასვამს ზუსტ დიაგნოზს და დაგეგმავს შესაბამის, ინდივიდუალურ მკურნალობას.
ანგიოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ორშაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !