მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე ,მეუღლეს შუნტირების ოპერაცია ჩატარებული აქვს 2002 წელს და მაშინ ,სავარაუდოდ ,იმ სასიხლძარღვებზე ,რომელშიც სტენტირება ვერ ხერხდებოდა,ჩატარდა შუნტირება .
ამჟამინდელი ჩივილები კი შესაძლოა უკავშირდებოდეს ,როგორც შუნტის მიდამოში განვითარებულ პათოლოგიას ,ასევე სხვა კორონარული სისხლძაღვების დაზიანებას .
აქედან გამომდინარეა ,საჭირო კორონაროგრაფიის ჩატარება ,რაც პირველ რიგში ემსახურება კვლევას და დიაგნოზის დაზუსტებას .სხვაგვარად გულის სისხლძაღვების დაზიანების ზუსტი დიაგნოსტირება შეუძლებელია .
ასე,რომ გირჩევთ ენდოთ თქვენს მკურნალ ექიმს და ჩაიტაროთ დასახელებული კვლევა ,ხოლო თქვენი სურვილის შემთხვევაში ,შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში კარდიოლოგთან საკონსულტაციოდ .
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: ჩემს მეუღლეს 61წლის 2002 წელში ჩაუტარდა გულის შუნტირების ოპერაცია. მას შემდეგ სისტემატიურად მკურნალობას,იღებს წამლებს.ბოლო ერთი თვის განმავლობაში გაუუარესდა მდგომარეობა.განდევნის ფრაქცია აქვს 20. აწუხებს ტკივილები მარჯვენა იღლიის მიდამოში,მარჯვენა მხარზე,მუცლის არეში,სუნთქვა პერიოდულად გაძნელებულია .ტკივილგამაყუჩებლის გაკეთების შემდეგ ტკივილი კონკრეტულ ადგილზე გადის მაგრამ მაშინვე სხვა ადგილზე ჩნდება.წნევა 100/60. სატურაცია 99. რეკენდაცია გვაქვს კორონაროგრაფიის გაკეთებაზე. გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად შესაძლებელია ამ პროცედურის ჩატარება რამეთუ იგივე კვლევა ორჯერ აქვს ჩატარებული 2010წ და 2014წ და ვერც ერთხელ ვერ მოხერხდა სტენტის ჩადგმა და რას უკავშირდება ეს გაუსაძლისი ტკივილები.
პასუხი: