ვენური უკმარისობა

კითხვა: გამარჯობა. ასეთი რამ მინდა გკითხოთ. ვენა მაქვს ფეხზე რომელიც მაწუხებს ძალიან სიარულს მიშლის. სად უნდა მივიდე თბილისში აქ რომელ საავადმყოფოში რომ მითხრათ თუ შეიძლება. მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით!
ვენური უკმარისობა ვლინდება სიმძიმის შეგრძნებით, რომელიც ძლიერდება დიდხანს დგომისა და/ან ჯდომისას, მოგვიანებით თავს იჩენს გამბრჯენი ტკივილები წვივებში, კანის ქავილი და წვა, ღამის კრუნჩხვები. საგულისხმოა, რომ ვენური კვანძების რაოდენობა და სიდიდე არ არის დაავადების სიმძიმის მაჩვენებელი, მცირედ გამოხატული კვანძები და უმნიშვნელო შეშუპებაც მძიმე გართულებების წინამორბედია. პაციენტი შეიძლება არც უჩიოდეს ძლიერ დისკომფორტს და ტკივილებს.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დანერგილია ვარიკოზის მკურნალობა ლაზერული ტექნიკის გამოყენებით.
ეს არის მეთოდი, რომლის დროსაც განაკვეთების საჭიროება აღარ არის. მას ეწოდება “ლაზერული აბლაცია”.
მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ დაზიანებული ვენა, რომელიც განაკვეთის მეშვეობით უნდა ამოკვეთილიყო, სპეციალური ლაზერით , მხოლოდ ჩხვლეტის გზით ნადგურდება.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, ანგიოლოგ ირაკლი ფერაძესთან კონსულტაციაზე და თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე ამომწურავად გიპასუხებთ თავად ბატონი ირაკლი.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა