ხერხემლის პათოლოგია

კითხვა: დედას აწუხებს დიდი ხანია მოვლითი ტკივილები ხერხემლის ცალ მხარეს.კისრიდან..აქვს შეტევითი ტკივილი თითქოს დენმა გაუარა.მერე თუ წამოწვება გადაუვლის.ეს შეიძლება დაემართოს თავის მიბრუნებაზე.ხელის აწევაზე.და რა ვიცი.იკეთებს ანთების ნემსებს და წამლებს .მაგრამ უშედეგოდ.რას მირჩევთ ვის მივმართო.
პასუხი:

მოგესალმებით,

მიმოწერის რეჟიმში რთულია ზუსტად გიპასუხოთ, თუმცა როგორც მოგვითხრობთ, დედას „კისრიდან..აქვს შეტევითი ტკივილი თითქოს დენმა გაუარა“, ამიტომ ვფიქრობთ, რომ საქმე ეხება ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზული ხასიათის ცვლილებებს.

კისრის ოსტეოქონდროზის დროს აღმოცენდება მოვლითი, მწველი ტკივილი კისრის უკანა და გვერდით ნაწილებში, კეფაში, მხრისა და ბეჭის არეებში. ჭირს კისრის მოძრაობა.ხშირად დაბუჟება ღამით ვითარდება და დილამდე რამდენჯერმე აღვიძებს ადამიანს. არცთუ იშვიათად ეს მდგომარეობა თანმხლებია მომატებულ აგზნებადობასა და დეპრესიასთან.

ზუსტი დიაგნოსტირებისათვის, შეუძლია პაციენტს მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში, სადაც შევთავაზებთ თავის ტვინისა და კისრის მალების მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას, ყველაზე დაბალ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/20575/uprecedento-aqcia--gtavazobt-tavis-tvinisa-da-kisris-malebis-magnitur-rezonansul-tomografias

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა