კონსულტაცია ანგიოლოგთან

კითხვა: ფეხის კოჭები მისივდება ხოლმე ( ამ შესიებას აქვს ე.წ.”ბუბლიკის ფორმა”) მისივდება უფრო მეტად საღამოობით და არის მხოლოდ რკალისებურად. არც ქვემოთ და ზემოთ შესივება არ მაქვს. თუ შეიძლება გადმოვაგზავნი ანალიზის პასუხს და შეიძლება ასე უფრო ნათელი გახდეს თქვენთვის ყოველივე. კიდევ ერთხელ გიხდით ძალიან დიდ მადლობას და ბოდიშს შეწუხებისათვის.
პასუხი:

მოგესალმებით, 

ზოგადად, ქვედა კიდურების შეშუპების და მტკივნეულობის ბევრი მიზეზი არსებობს, მაგალითად ვენების ვარიკოზული გაგანიერება. ვარიკოზული დაავადების დასაწყისში ქვედა კიდურები არც ისე შესამჩნევად შუპდება. შეშუპება დაავადების მოგვიანებით სტადიაზე იჩენს თავს და უშუალოდ უკავშირდება სხეულის ვერტიკალურ მდგომარეობას – საღამოობით ძლიერდება, დილისთვის ქრება, დღის მეორე ნახევარში კი კვლავ შესამჩნევი ხდება.

ასევე, შეიძლება განპირობებული იყოს იმუნური სისტემის პასუხით, რომელიც იწვევს ანთებას ქვედა კიდურების ქსოვილებში, ან ალერგიით. ანთება შეიძლება იყოს ნორმალური პროცესი დაზიანებაზე ან პათოლოგიური, როდესაც ანთება მიდის საკუთარი ქსოვილების მიმართ, მაგალითად რევმატოიდული ართრიტის დროს. ანთებით მიმდინარე ფეხების შეშუპებისთვის დამახასიათებელია ტკივილი.

ზოგჯერ შეშუპება, ტკივილი უკავშირდება ცუდად შერჩეულ ფეხსაცმელს და ტერფის არაბუნებრივ დატვირთვას.

ქალბატონო მანანა, საბოდიშო არაფერია, ჩვენ ვზრუნავთ პაციენტების ჯანმრთელობაზე და ამ სერვისის საშუალებით ვცდილობთ, შესაძლებლობის ფარგლებში, მივაწოდოთ მათ ზოგადი ინფორმაცია, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დანართი გამოგვიგზავნეთ, დიაგნოზის დასმა დისტანციურად, მხოლოდ ამ ანალიზების საფუძველზე, ჩვენი მხრიდან არ იქნება კორექტული.

სასურველია გაიაროთ კონსულტაცია ანგიოლოგთან.

შემოგთავაზებთ, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში  სისხლძარღვების დოპლეროგრაფიას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/30976/gawukhebt-tkivili-qvemo-kidurebshi-siarulis-dros--uchivit-terfebis-gaciebas-an-dabudjebas--gaqvt-shaqriani-diabeti--

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა