TSH, ხერხემლის პათოლოგია, მეხსიერების დაქვეითება

კითხვა: გამარჯობა,ვარ 27 წლის, ამ ეტაპზე ვმკურნალობ TSH მაქვს მაღალი ხან ძალიან დაბალი,ვსვავ მხოლოდ ლ-თიროქსინს 25მლ.შესიება მომეხსნა სხეულის, მაგრამ ქვედა კიდურების და ზურგის ტკივილი და ასევე სიმძიმის შეგრძნება ყოველთვის მაქვს. ენერგია საერთოდ არ მაქვს ,მაწუხებს გონებაგაფანტულობა,ბევრი რამ მავიწყდება ,მაქვს თავბრუსხვევა და დაბალი წნევები,ეს ყველაფერი TSH ჰორმონის დარღვევასთან შეიძლება იყოს კავშირში მხოლოდ ? გმადლობთ.
პასუხი:

მოგესალმებით, 

თირეოტროპული ჰორმონი - TSH წარმოადგენს ჰორმონს, რომელიც მონაწილეობს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის რეგულაციაში. TSH გამოიყოფა ჰიპოფიზიდან ( თვის ტვინის ერთ–ერთი უბანია), რის შემდეგაც მოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზე.

ფარისებრი ჯირკვლის ზედმეტი აქტიურობა ან, პირიქით პასიურობა – შესაძლოა კავშირში იყოს თავბრუსხვევასთან, გონებაგაფანტულობასთან, ჰიპოტენზიასთან ( დაბალი წნევა).

           რაც შეეხება ზურგისა და კიდურების ტკივილს, შესაძლოა გამოწვეული იყოს ხერხემლის პათოლოგიიდან. (დისკოს თიაქარი და. ა.შ.) .

ნებისმიერ შემთხვევაში, შესაძლოა ტკივილები ერთ პრობლემას უკავშირდებოდეს, ან ჩართული იყოს პროცესში სხვადასხვა  სეგმენტი და ორგანო, რასაც  ვერ გავმიჯნავთ, ობიექტური შეფასების გარეშე.

          ზოგადად, მეხსიერების დაქვეითების მიზეზებია: შფოთვა და დეპრესია, ძლიერი სტრესი, გონებრივი გადატვირთვა ან პირიქით დაბალი გონებრივი აქტიურობა. ამიტომ ეცადეთ, დააბალანსოთ სამსახური- დასვენების განრიგი, გამონახეთ დრო თქვენი სასიამოვნო საქმიანობისთვის. ეცადეთ მისცეთ განვითარება თქვენს უნარ-ჩვევებს, განსაკუთრებით თქვენთვის სასიამოვნო აქტივობების მიმართულებით.

          გირჩევთ, მიმართოთ მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად და ზუსტი დიაგნოსტირებისათვის, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, რომელიც გახლავთ მულტიპროფილური, გვყავს ყველა სპეციალისტი, მათ შორის ენდოკრინოლოგი და ნევროლოგი.

კლინიკის აქციის ფარგლებში, ნევროლოგთან კონსულტაცია უფასოა და ტარდება ყოველ პარასკევს.

ვიზიტისას თუ გამოიკვეთება, მთლიანი ხერხემლისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით კვლევის საჭიროება, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა