კისრის ოსტეოქონდროზი

კითხვა: გამარჯობა რამდენიმე ტვის წინ დამეწყო ტავის მარჯვენა მხარეს ერტი ზოლიე ტკივილი გრზელდებოდა მხრის დასაწყისამდე ამავე დროს მარჯვენა მხარეს ლავიწის დზვალმა ტკივილი დამიწყო და გაზარდა,არანარი ტრამვა არ მიმიგია,გმადლობტ
პასუხი:

მოგესალმებით! თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, სავარაუდოთ საქმე ეხება კისრის ოსტეოქონდროზს. ოსტეოქონდროზი ხერხემლის დისტროფიული დაავადებაა. ყველაზე ადრე მალთაშუა დისკები ზიანდება და დეფორმირდება. განსაკუთრებით სათუთია ხერხემლის კისრის ნაწილი. სწორედ აქ მდებარეობს საძილე და ხერხემლის არტერიები, რომლებიც თავის ტვინს სისხლით ამარაგებს. ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი სიმპტომების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც ხერხემლის ამ მონაკვეთის თავისებური ანატომიური აგებულების ბრალია. კისრის არეში გადის უამრავი სისხლძარღვი და ნერვი, რომლებიც კვებავს და აინერვირებს კისრის, თავის ქალას და სახის ქსოვილებს. მისი მუდმივი სიმპტომია თავის ტკივილი. ის, ჩვეულებრივ, კეფის არეში აღმოცენდება და თხემ-საფეთქლის მიდამოს გადაეცემა. აღნიშნული დაავადების გართულებაა მხრის, იდაყვის, ლავიწის სახსრების ართროზი, რომელსაც თან სდევს მოძრაობის შეზღუდვა და ხელისა და მხრის ტკივილი მოძრაობისას. რაც შეეხება მკურნალობას, აუცილებელია სათანადო გამოკვლევების ჩატარება, რათა გამოვლენილ იქნეს შინაგანი ორგანოების, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები, რადგან ოსტეოქონდროზის მკურნალობის ზოგიერთი მეთოდი უკუნაჩვენებია მაღალი არტერიული წნევის, სისხლძარღვოვანი კრიზების, აქტიური ანთებითი პროცესის დროს.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ნეიროქირურგთან უფასო კონსულტაცია პარასკევს, ვიზიტზე წინასწარ ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა