ოსტეომა

კითხვა: გამარჯობათ.16 წლის ბიჭს თავის ტვინის კ.ტ. კვლევის თანახმად დაუდგინდა 5.71.9 ზომების ოსტეომა. პათოლოგიების გარეშე. მირჩიეთ ამ ოპერაციას ნეიროქირურგი ატარებს თუ ყბა-სახის ქირურგი. წინასწარ გიხდით მადლობას. კეთდება თუ არა თქვენთან მსგავსი ოპერაციები. და თუ შეიძლება რომ დაახლოებითი საფადური მომწეროთ
პასუხი:

გამარჯობა! ოსტეოიდ – ოსტეომა – (ბერძ. Osteon ძვალი +eidos სახე; სინ.: ოსტეოიდური ოსტეომა) ოსტეოგენური ბუნების კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ხასიათდება ოსტეოიდის წარმოქმნით მის ცენტრალურ ნაწილებში და ოსტეოსკლეროზის ზონის არსებობით მიმდებარე ძვლოვან ქსოვილში. ხშირია მამაკაცებში, 5 – დან 25 წლის ასაკამდე.  დაავადების ძირითადი კლინიკური სიმპტომია თანდათანობითი მზარდი ტკივილი დაზიანების ზონაში, რომელიც ჩნდება ან ძლიერდება ღამის საათებში. მკურნალობა ოპერაციულია – ძვლის დაზიანებული ნაწილის რეზექცია.

ქირურგიული მკურნალობა ტარდება სხვადასხვა პროფილის ქირურგის მიერ ,კერძოდ თუ პათოლოგია ლოკალიზებულია თავის ქალას ძვალზე –ნეიროქირურგის ,თუ სახის ძვლებზე – ყბა–სახის ქირურგის ,თუ სხვა ძვლოვან სისტემებში,მაშინ ტრავმატოლოგ–ორთოპედის,თუმცა ყველა შემთხვევაში გასათვალსიწინებელია ონკოლოგის რეკომენდაცია და ამ ქირურგთა სპეციალიზაცია . ყველა საკითხის დაზუსტებისა და შემდგომი გეგმის დასახვისათვის  უმჯობესია კონსულტაცია შესაბამის სპეციალისტთან.

ჩვენს კლინიკაში უფასო კონსულტაციაზე  პაციენტების ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარ, ტელეფონით 577 119 119 ან 2 02 25 25. გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა