სინკოპე

კითხვა: გამარჯობა. ჩემი გოგონა 21 წლისაა.ხშირად ეხვევა თავბრუ. რამოდენინე თვის უკან მეტროთი მგზავრობდა და წუთების განმავლობაში გაითიშა და მუხლებში ჩაიკეცა.პირველადი დახმარება სასწაფოს ექიმებმა გაუწიეს და უთხრეს როომ ეს შეიძლება უჭმელობამ გამოიწვია.მას მერე რამოდენიმეჯერ დილიდან საღამომდის გაუჩერებლივ თავბრუსხვევა აქვს ძალიან გთხოვთ რომ მირჩიოთ როგორ მოვიქცე ვის მივმართო როომ ზუსტი დიაგნოზი გავიგო რატომ ემართება ასე ჩემს გოგონას.გმადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,

ჩვეულებრივ, გულის წასვლა 15–30 წამი გრძელდება, ზოგჯერ რამდენიმე წუთიც, მაგრამ თუ პაციენტი 5 წუთზე მეტ ხანს უგონოდაა, ეს შეიძლება არა გულის წასვლა, არამედ სერიოზული დაავადების გამოვლენა იყოს. ამავდროულად რაც უფრო ხანგრძლივია ცნობიერების დაკარგვა, მით მეტია თავის ტვინის დაზიანების ალბათობა.

გონის დაკარგვის მიზეზი მრავალია, მაგრამ ყველას აერთიანებს ის, რომ თავის ტვინი ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს (პირველ რიგში, გლუკოზას) საკმარისად ვერ იღებს.

სხვა მიზეზები  შეიძლება იყოს ეპილეფსიური და ისტერიული შეტევა, ჰორმონული დარღვევები , სისხლში შაქრის დონის შემცირება და ა.შ.

სასურველია ეწვიოთ კარდიოლოგს, რათა გამოირიცხოს არითმიით მიმდინარე პათოლოგიები.

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც შემოგთავაზებთ სრულ კარდიოლოგიურ კვლევაზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad

დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა