ხშირი შარდვა

კითხვა: გამარჯობა ! მყავს 7 წლის ბიჭი, 8 თვეა რაც სვამს ფინლეფსინს, ოთხი თვეა აქვს ხშირი შარდვა, ცოტას შარდავს, შარდის ანალიზი ავუღეთ და ექოსკოპია გადავუღე, დაფიქსირდა ინფექცია და მცირე ნალექი თირკმელში, რჩებოდა ნარჩენი შარდიც, ვუმკურნალე აღნიშნული მიზეზით და ხელმეორე გადამოწმების შემდეგ ალაგებული იყო ეს პრობლემები , მაგრამ ხშირად შარდავს მაინც. უროლოგმა მითხრა ეს ფინლეფსინის გამო იქნებაო , თუ ასე გაგრძელდა და წამალი არ შევცვალეთ ეს არ დაუზიანებს შარდ- სასქესო სისტემას?
პასუხი:

მოგესალმებით,
მცირე ასაკის ბავშვებისთვის ხშირი შარდვა დამახასიათებელია საშარდე სისტემის მორფოლოგიური უმწიფრობით, მითუმეტეს თუ მკურნალმა ექიმმა გითხრათ, რომ ეს გამოწვეულია პრეპარატის გვერდითი ეფექტით, სანერვიულო არაფერია თუ შარდვისას ბავშვს არ აწუხებს:
● ტკივილი ;
● წვა ;
● ქავილი.
მკურნალობას ადგენს ექიმი–უროლოგი, ჩატარებული კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების შედეგების საფუძველზე, აქედან გამომდინარე, რომ არსებობდეს საშიშროება შარდ–სასქესო სისტემის დაზიანების ან სხვა გართულების, იგი აუცილებლად შეიტანდა კორექციას დანიშნულებაში.
რაც შეეხება ალერგიას, საჭიროა, ასევე ჩატარდეს ლაბორატორიული კვლევები ალერგენზე , რათა დადგინდეს რა არის მისი გამომწვევი, შესაძლებელია „ფინლეფსინის“ გვერდითი ან უკუჩვენება იყოს, რასაც დისტანციურად ვერ განსაზღვრავთ.
ენდეთ და მიჰყევით თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მიბრძანდეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში.
"ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პირებს, ამიტომ სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა