დიასტოლური წნევა

კითხვა: გამარჯობა.მაინტერესებს რისი ბრალია როცა ადამიანს გულის წნევა აქვს დაბალი .მაგალითად 45.წინასწარ დიდი მადლობა.
პასუხი:

სისტოლური წნევა ის წნევაა, რომელსაც გული ავითარებს შეკუმშვისას, ხოლო დიასტოლური წნევა ( გულის წნევა) არის წნევა გულის მოდუნების დროს. ის გვიჩვენებს, როგორი წნევაა სისხლძარღვებში გულის შეკუმშვათა შორის ანუ მაშინ, როცა გული მოსვენებულ მდგომარეობაშია.
არსებობს დაავადებები, რომელთა დროსაც დიასტოლური წნევა ქვეითდება, ეს დაქვეითება ზოგ შემთხვევაში საკმაოდ მნიშვნელოვანია. დიასტოლური წნევის დაქვეითების მიზეზთაგანია :
●აორტის სარქვლის ნაკლოვანება;
● თირეოტოქსიკოზი ( სისხლში მომატებულია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შემცველობა)
● ანემია;
● სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაზიანება.
დიასტოლური წნევის დაქვეითება ზოგჯერ ნევროზის დროსაც აღინიშნება.
თუ მიიჩნევთ , რომ დიასტოლური წნევა მეტისმეტად დაბალი გაქვთ, რეკომენდებულია ვიზიტი ექიმთან, რათა შეფასდეს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა და გამოირიცხოს განხილული პათოლოგიების არსებობა.
შემოგთავაზებთ კლინიკაში მიმდინარე აქციას, კარდიოლოგიურ გამოკვლევას 166 ლარის ნაცვლად 99 ლარად.
კვლევაში შედის:
1. ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია;
2. ექოკარდიოგრაფია;
3. ელექტროკარდიოგრაფია;
4. გლუკოზის განსაზღვრა სისხლში;
5. ლიპიდურისპექტრი;
6. კრეატინინი.

გაცნობებთ რომ, წინასწარ ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა