ვიზიტი მეან–გინეკოლოგთან

კითხვა: მეშვიდე თვეშივარ ორსული და მაწუხებს პოთრომბინი მუცელში ვიკეთებ ჰემოკსაპირინს ბავშვი აღარ მოძრაობს ისე როგორც ადრე და რატომ?
პასუხი:

მოგესალმებით,
32-ე კვირიდან, განსაკუთრებით კი მშობიარობის მომენტისთვის, ნაყოფის მოძრაობის შეგრძნება თანდათან სუსტდება.
ექიმი ორსულს 28-ე კვირიდან ურჩევს, დაითვალოს ნაყოფის მოძრაობა დღეში ორჯერ: დილით, როცა ნაყოფი ნაკლებად აქტიურია და საღამოს - უფრო აქტიური მოძრაობის დროს.
ნორმად მიღებულია საშუალოდ 10 დარტყმა საათში, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ნაყოფს შეიძლება ეძინოს, მაგალითად, 3 საათი და ამ დროს თითქმის არ მოძრაობდეს.
აუცილებად უნდა მიმართოთ მეან–გინეკოლოგს, დაუკავშირდით ან მიბრძანდით მასთან კონსულტაციაზე დროულად, რათა თავიდან აირიდოთ მდგომარეობის გაუარესება.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა