თავბრუსხვევა, გულისრევა

კითხვა: გამრჯობა, ესეიგი უკვე ერთი თვეა მაქვს გულისწასვლის შეგრდძნებები და თავბრუსხვევა და დაახლოები 6 დღეა გულისრევები დამეწყო და როოგორ პიქრობთ შეიძლება ჭიის ბრალი იყოს ან ნევროზის? ამ ყველაფერთან ერთად მაქვს სტაფილოკოკი და მაგაზე ვმკურნალობ..
პასუხი:

მოგესალმებით! თავბრუსხვევა (ვერტიგო) ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ჩივილია, რომლითაც პაციენტები ექიმს მიმართავენ. ის მრავალი დაავადების სიმპტომია. ამჟამად მისი 80-მდე მიზეზია ცნობილი, ასიდან 20 შემთხვევაში კი ერთმანეთს რამდენიმე მიზეზი ერწყმის. თავბრუხვევა არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი სივრცეში სხეულის მდებარეობის ორიენტაციას კარგავს, ეჩვენება, თითქოს გარემომცველი საგნები ან თავად მისი სხეული ბრუნავს, წონასწორობა ეკარგება. ზოგიერთ შემთხვევაში თავბრუხვევას თან ახლავს გულისრევა, ღებინება, პულსის სიხშირის ცვლა, არტერიული წნევის მერყეობა. თავბრუხვევის შეტევა შესაძლოა რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე გაგრძელდეს. სუბიექტური ჩივილებისა და ვეგეტატიური დარღვევების გარდა, ამ დროს ხშირად ვითარდება ნისტაგმი (თვალის კაკლის უნებლიე რიტმული მოძრაობა). თავბრუხვევას პაციენტები ყველაზე ხშირად უჩივიან, ექიმებისთვის კი ეს ყველაზე თავსატეხი სადიაგნოსტიკო სიმპტომია, რადგან უამრავი დაავადებისთვისაა დამახასიათებელი როგორც ნევროლოგიური და ფსიქიკური, ისე გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თვალისა და ყურის დაავადებებისთვის.

თავბრუხვევის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის ჩივილებსა და შეგრძნებებს, ყველა გამოხატულ სიმპტომს . თავბრუხვევის ოთხ კლინიკურ ტიპს გამოყოფენ :
1. სისტემური თავბრუხვევა–სისტემური თავბრუხვევა ახასიათებს ვესტიბულური სისტემის პერიფერიული ან ცენტრალური განყოფილების დაზიანებას 2. გულის წასვლა და მისი წინარე მდგომარეობა–მიზეზი უმეტესად გულის დაავადებები და ორთოსტატიკური (სხეულის მდებარეობის ცვლილებასთან დაკავშირებული) ჰიპოტენზიაა 3. წონასწორობის დარღვევა– წონასწორობის დარღვევისთვის დამახასიათებელი სიმპტომები თავს იჩენს დგომისა და სიარულისას, ჯდომისა და წოლის დროს კი ქრება 4. ცერვიკოგენური თავბრუხვევა–თავბრუხვევა ამ შემთხვევაში, როგორც წესი, ვითარდება ხერხემლის კისრის განყოფილების ტკივილისა და მოძრაობის შეზღუდვის ფონზე.
5. ფსიქოგენური თავბრუხვევა–ფსიქოგენური თავბრუხვევა თავს იჩენს განგაშის, კონვერსიული დარღვევებისა და დეპრესიის დროს.
თავბრუხვევა ზოგჯერ თან ახლავს გრიპს და უბრალო გაციებასაც კი. ის აღმოცენდება, თუ ვირუსმა ან სხვა ინფექციურმა აგენტმა ვესტიბულური აპარატი დააზიანა. ჩვეულებრივი თავბრუხვევა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის პერიოდულად აღმოცენდება, შესაძლოა სხვადასხვა დაავადების ნიშანი იყოს. ამ სიმპტომის მიღმა ზოგჯერ ონკოლოგიური პათოლოგია დგას. თავბრუხვევა შესაძლოა ქალა-ტვინის ტრავმის ან შუა ყურის პათოლოგიის შედეგიც იყოს. ის ხშირად არის დაკავშირებული გულის დაავადებებთანაც. ასეა თუ ისე, დამოუკიდებლად მიზეზის დადგენა შეუძლებელია, ამიტომ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ ნევროლოგს.ჩვენს კლინიკაში აქციის ფაგლებში ტარდება უფასო კონსულტაციის დღეები სპეციალისტებთან ,ნევროლოგთან ყოველ პარასკევს . აუცილებელია წინასწარი ჩაწერა ნომერზე–577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა