ხერხემლის გამრუდება

კითხვა: ხერხემლის გამრუდება მაქვს და რას მირჩევთ სად ვიმკურნალო უკვე ძალიამ მიშლის ხელს ყველაფერში სქოლიოზი მაქვს
პასუხი:

მოგესალმებით!
ხერხემლის გამრუდება, ანუ სკოლიოზი, მსოფლიოში ხერხემლის დეფორმაციებს შორის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. სკოლიოზი წარმოადგენს ხერხემლის სამგანზომილებიან გამრუდებას, რომელიც მოიცავს ხერხემლის როტაციასა და მის გადახრას ფრონტალურ სიბრტყეში, რომელიც აღემატება 10 გრადუსს. სკოლიოზის განვითარება ნელა და შეუმჩნევლად მიმდინარეობს, რის გამოც ხშირად გვიან ხდება მისი გამოვლენა და მკურნალობა. შორს წასულმა ფორმებმა შეიძლება გამოიწვიოს გულმკერდის ყაფაზში მდებარე ორგანოების გულის და ფილტვების ზეწოლა. ძირითადად ვლინდება სუნთქვის უკმარისობით. როცა ხერხემლის გამრუდებაზე ვსაუბრობთ, იგულისხმება არა ერთი სეგმენტი, არამედ მთლიანი ხერხემალი. ხერხემლის ნებისმიერი გადახრა ვერტიკალური ღერძიდან ტალღისებურად გადაეცემა ზემოთ და ქვემოთ მთელ ხერხემალზე.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ მთლიანი ხერხემლისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას ერთი სეგმენტის კვლევის ფასად - 270 ლარად 420 ლარის ნაცვლად და მიიღებთ უფასოდ ექიმი-ნეიროქირურგის კონსულტაციას.
აქცია ძალაშია ყოველ ხუთშაბათს,შაბათსა და კვირას.
აღნიშნული აქციით სარგებლობისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა