ვიზიტი ნევროლოგთან

კითხვა: მადლობა რომ უყურადღებოდ არ დამიტოვეთ შეკითხვა.იცით რისი კითხვა მინდა ლექსოტაინს ვსვავდი და მისი მოხსნის შემდეგ დამინიშნეს ეგ და რამდენად მართებულია?
პასუხი:

მოგესალმებით!
სავარაუდოდ გულისხმობთ „რექსეტინს“, რადგან თქვენს მიერ აღნიშნული დასახელებით „ლექსოტაინი“ , ფარმაცევტული პროდუქტი არ არსებობს.
პრეპარატი „რექსეტინი“ გამოიყენება დეპრესიის სხვადასხვა ფორმის სამკურნალოდ, მათ შორის იმ მდგომარეობის სამკურნალოდ, რომელსაც თან ახლავს შფოთვა . შესაბამისად ,დანიშნულების მიხედვით პრეპარატი სწორადაა შერჩეული ,თუმცა პაციენტთან , ინდივიდუალური შედეგის მიხედვით ,მკურნალმა ექიმმა უნდა განსაზღვროს მისი გამოყენების მიზანშეწონილობა .
თქვენი მონათხრობიდან ირკვევა, რომ ფსიქოტროპული პრეპარატი სპეციალისტმა დაგინიშნათ, ასე რომ, მიჰყევით მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს.
თუ გსურთ ალტერნატიული აზრის მოსმენა, ჩვენი შემოთავაზება ნევროლოგთან უფასო კონსულტაციასთან დაკავშირებით, ძალაშია.
ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა