კითხვა: მაინტერესებს თქვენთან გამრუდული ფეხების კორექტირების ოპერაცია თუ ტარდება და რა ფასებთანაა დაკავშირებული
პასუხი:
მოგესალმებით,
ფეხების ოდნავი გამრუდება ბავშვებში – ნორმაა. 3-4 წლისთვის გამრუდება თავისით სწორდება, თუ ძვლის განვითარებას არანაირი სხვა ფაქტორი არ ახლავს.
ზოგადად, ბავშვის ფეხების გამრუდება არათუ ესთეტიკური, არამედ ორთოპედიული პრობლემაა.
პირველ რიგში უნდა დადგინდეს გამრუდების გამომწვევი მიზეზი.
შესაძლოა, ბავშვს აკლია D ვიტამინი, რის ფონზეც სისხლში იკლებს კალციუმის დონე. ამიტომ ბავშვს დამატებით უნდა შეუვსოთ ამ ვიტამინების ნაკლებობა.
ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში პედიატრს, ან ორთოპედს.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს. ამიტომ, ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/25
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას !