ჰემანგიომა ჩვილებში - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: გამარჯობა. 2 თვის ბავშვს აქვს ჰემანგიომა, ამ შემთხვევაში ვის უნდა მივმართო რომელ ექიმთან უნდა მივიყვანო კონსულტაციაზე?
პასუხი:

მოგესალმებით,
შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია. ჰემანგიომა ახალშობილთა 5-10%-ში გვხვდება და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კეთილთვისებიანი წარმონარქმნია, რომელიც წარმოიქმნება სისხლძარღვების ენდოთელური უჯრედების ზრდის შედეგად.
იგი უმეტესად ზედაპირული ტიპისაა და უსაფრთხოა. იგი უკვალოდ ქრება 9 წლის ასაკამდე. თუმცა ნამდვილად ყურადსაღებია, რათა არ დაიწყოს ზრდა, გამუქება, ფორმის შეცვლა ან არ გახდეს სისხლმდენი.
თქვენს შემთხვევაში უნდა მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში ქირურგს, ან საწყის ეტაპზე უბნის პოლიკლინიკას, რომლებიც გადაგამისამართებთ შესაბამის სპეციალისტთან.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/25 

"ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა