კარდიოფობია

კითხვა: უკვე ორი წელია მაქვს ბოყინი და გულზე გადაეცემა ტკივილი ამ დროს გადავყლაპე ზონდი და გასტრიტიო ვსვი წამლები და ისევ ისე ვარ თან ამ ყველაფერს ახლავს შიშები და მუდმივად ვისინჯავ წნევას
პასუხი:

მოგესალმებით!
რთულია დისტანციურად ზუსტი პასუხის გაცემა, მაგრამ შევეცდებით ზოგადად მოგაწოდოთ ინფორმაცია.
ბოყინი წარმოადგენს ფიზიოლოგიურ პროცესს - აირების ამოსვლას საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, ძირითადად საყლაპავიდან ან კუჭიდან. ხშირად მას თან სდევს დამახასიათებელი ხმა და სუნიც.
საკვებსა და კუჭის წვენთან ერთად კუჭში ყოველთვის არის ჰაერი, რომელიც დაგროვილია კუჭის ყველაზე მაღლა მდებარე ნაწილში.
შემაწუხებელ ბოყინს იწვევს კარდიოსპაზმი ან საყლაპავის აქალაზია, დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი ან კარდიული სფინქტერის უკმარისობა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი, დუოდენიტი, დუოდენოსპაზმი ან დუოდენოსტაზი, კენჭოვანი ან უკენჭო ქოლეცისტიტი, ნეიროვეგეტატიური დისტონია, ენტერიტი, კოლიტი, ქრონიკული და მწვავე პანკრეატიტი.
როგორც მოგვითხრობთ, გაქვთ " შიშები და მუდმივად აკოტროლებთ წნევას" , შესაძლოა სიმპტომატიკა უკავშირდებოდეს კარდიოფობიას, გულის ნევროზის განვითარება ხშირად დაკავშირებულია ნერვულ-ემოციურ სტრესთან, გადაღლასთან, აღელვებასთან, ქრონიკულ ინფექციასთან, ჰორმონულ დარღვევებთან, ასევე გარკვეულ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი ფაქტორიც.
პაციენტს ამ დროს გამოხატული აქვს ზოგადი ხასიათის ჩივილები. ამასთანავე, დაავადებისთვის დამახასიათებელია ტკივილი, რომელიც უპირატესად აღინიშნება გულის არეში.
ხშირად აღენიშნება გულის ფრიალი, ოფლიანობა, ასევე ფიზიკური სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება. შესაძლოა განვითარდეს ჩივილები სხვა ორგანოების დისფუნქციასთან დაკავშირებით: ყლაპვის გაძნელება, ბოყინი, ტკივილი მუცელში, შებერილობა, ფაღარათი, ხველა, ტკივილი კიდურებში, მოუსვენრობა, შფოთვა, შიში.
იმისთვის რომ ზუსტად დავადგინოთ თქვენი სიმპტომების მიზეზი, პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს კარდიოლოგიური პრობლემები.
შემოგთავაზებთ, სრულ კარდიოლოგიურ კვლევას 166 ლარის ნაცვლად 99 ლარად.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის სრულყოფილი გამოკვლევა ითვალისწინებს:

1. ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაციას;
2. ექოკარდიოგრაფიას;
3. ელექტროკარდიოგრაფიას;
4. გლუკოზის განსაზღვრას სისხლში;
5. ლიპიდური სპექტრის განსაზღვრას;
6. კრეატინინს.
აქცია ძალაშია ყოველ შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 5 77 119 119 აბ 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა