ნაწიბური

კითხვა: გამარჯობათ გავიკეთე 4 წლის წინ საკეისრო 1 წელია ნაკეისრალის მარჯვენა მხარეს კანქვეშ მაქვს პატარა თხილისოდენა სიმაგრე გარედან არ მეტყობა ხელის შეხებით ვგრძნობ ,რომელიც ციკლის დროს ან ხველების დროს მტკივა რა შეიძლება იყოს და როგორ მოვიქცე?
პასუხი:

მოგესალმებით!
საქართველოში ყოველწლიურად იზრდება საკეისრო კვეთის რაოდენობა, დადებითთან ერთად მას ბევრი უარყოფითი მხარეც აქვს. საკეისრო კვეთის მინუსებია: ჭრილობის მოშუშება, ტკივილი, სისხლის დანაკარგის აღდგენა, ინფიცირების მაღალი ალბათობა, ლაქტაციასთან დაკავშირებული პრობლემები, მოძრაობის შეზღუდვა საგრძნობლად ართულებს მელოგინის ცხოვრებას ოპერაციის შემდგომ.
თქვენს შემთხვევაში სავარაუდოდ საქმე ეხება საკეისრო კვეთის შემდგომ ნაწიბურის გართულებას, სწორედ თქვენს მიერ ჩამოთვლილი სიმპტომები ახლავს თან საკეისრო კვეთის შემდგომ პერიოდს.
ამ პერიოდისთვის რეკომენდირებულია ნაკლები სიმძიმის აწევა, დაუშვებელია გადაღლა , დატვირთვა.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ზოგად ქირურგთან უფასო ვიზიტზე, კლინიკური თვალსაზრისით ჩასატარებელია გამოკვლევები, რათა გამოირიცხოს პათოლოგიური უბანი. საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი.
წინასწარი ჩაწერისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე – 577 119 119 ან 202 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა