მოგესალმებით,
ზოგადად, მჟავიანობის დროს აუცილებელია ე.წ. დიეტა, რომელიც გამორიცხავს ცხიმიანს, შემწვარს, მსუყე წვნიანებს, გაზიან სასმელებს, ცოცხალ ხილს და ბოსტნეულს. დაშვებულია მოხარშული თევზი, უცხიმო ხორცი, ქათმის ხორცი, გამომცხვარი ბოსტნეული.
რაც შეეხება მედიკამენტის მიღებას თვითმკურნალობა არაკორექტულია.
მნიშვნელოვანია კუჭ–ნაწლავის ტრაქტის კვალიფიციური გამოკვლევა ,თუმცა პროცედურის მიმართ დაუძლეველი შიშის შემთხვევაში შესაძლებელია მოძებნილი იქნეს ალტერნატიული გზა,მაგრამ ეს ექიმ–სპეციალისტის პრეროგატივაა
შესაბამისად,გირჩევთ მობრძანდეთ კლინიკაში, გაიაროთ გასტროენტეროლოგთან კონსულტაცია, რომელიც შეიმუშავებს და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: მაქვს მაღალი მჟავიანობა,თითქმის ყველა ჭამის შემდეგ მახუხებს,არ შემიძლია ნათურის გადაყლაპვა,რას მირჩევთ?
პასუხი: