სუბფებრილური ტემპერატურა

კითხვა: გამარჯობა,უკვე 5დღეა მაქვს ტემპერატურა 37,1 და 37,4 ვიღებ ექიმის დანიშნულებითპ რეპარატ ეუთიიროქს 25მმკგს არ ვარ გაციებული არც სურდო მაქვს არც მახველებს,რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს ტემპერატურა?
პასუხი:

ამგვარ ტემპერატურას სუბფებრილურს უწოდებენ. ამ ნიშნულებამდე თერმომეტრის ხაზი ადის სრულიად ჯანმრთელ ადამიანებშიც ვარჯიშის პროცესში, აბანოსა და საუნაში ყოფნისას, ცხარე საკვების მიღებისას. ასევე ნორმალურია ამგვარი მაჩვენებლები ორსული ქალებისთვის. მაგრამ თუკი სუბფებრილური ტემპერატურა რამდენიმე დღე ან კვირა გრძელდება, უკვე საფრთხილოა. შესაძლოა ორგანიზმში ანთებითი პროცესი მიმდინარეობდეს. იგივე სიმპტომი შეიძლება მეტყველებდეს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევაზე, მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციონირებაზე (ჰიპერთირეოზი).
იმუნიტეტის დაქვეითების დროს შეინიშნება სხეულის ტემპერატურის მომატება გაურკვეველი მიზეზით 37,3 გრადუსამდე. თუ ამას თან სდევს დაღლილობის შეგრძნება, წონის დაკლება, მომატებული ოფლიანობა, უნდა , მიმართოთ თერაპევტს, პულმონოლოგს, ლარინგოლოგს და ფთიზიატრს, ინფექციონისტს (რომ გამოირიცხოს ეპშტეინ-ბარის ვირუსი, Epstein-barr virus რომელიც, ჰერპესვირუსებს მიეკუთვნება , იგი ინფექციურ მონონუკლეოზს იწვევს , ხომ არ ისინჯება საზარდულის , ოღლიის და ლავიწის არეში ლიმფური კვანძები გადიდებული, აუცილებელი არაა მტკივნეული იყოს) იმუნიტეტის დაქვეითების გამოვლენა შეუძლია იმუნოლოგს. სხეულის ტემპერატურის ცვლილება შესაძლოა გამოიწვიოს სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებმა.აუცილებელია გაირკვეს სუბფებრილური ტემპერატურის მიზეზი. თუ რა კვლევები უნდა ჩაიტაროთ , ამას თავად ექიმი სპეციალისტი გეტყვით. ასე დისტანციურად ჩვენ ვერ გირჩევთ , არაკორექტული იქნება ჩვენი მხრიდან.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა