მოგესალმებით,
დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა, სავარაუდოდ ჩივილების გამომწვევია იუვენილური რევმატოიდული ართრიტი. ის სახსრების ანთებითი დაავადებაა, რომელიც 16 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება. იგი განსხვავდება მოზრდილთა რევმატოიდული ართრიტისგან, ამიტომ ცალკე ნოზოლოგიად განიხილავენ.
დაავადების მიზეზი უცნობია. სპეციალისტთან დაგვიანებული მიმართვა და არაადეკვატური მკურნალობა, აუარესებს დაავადების პროგნოზს.
მას ახასიათებს:
- უპირატესად მსხვილი სახსრების მცირერიცხოვანი დაზიანება;
- პათოლოგიურ პროცესში ხერხემლის კისრის ნაწილის ჩართვა;
- თვალის ხშირი დაზიანება;
- სისხლში რევმატოიდული ფაქტორის იშვიათი გამოვლენა;
- შედარებით კეთილთვისებიანი მიმდინარეობა და პროგნოზი, მაგრამ ხშირი სისტემური გამოვლინებები.
იუვენილური რევმატოიდული ართრიტის მიზეზები და მექანიზმი ბოლომდე გარკვეული არ არის, მაგრამ ვარაუდობენ, რომ დაავადება შესაძლოა იყოს:
- სტრეპტოკოკული;
- სტაფილოკოკური;
- ვირუსული (წითურას ვირუსი, ადენოვირუსები) წარმოშობის.
დაავადების დროს იცვლება სახსრის სტრუქტურა. სახსარი კარგავს ფუნქციას, რისთვისაც ის არსებობს – მოძრაობის უნარს, ვითარდება ამოვარდნილობები, ქვეამოვარდნილობები.
იუვენილური ართრიტი შედის მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ დაავადებათა ნუსხაში და ამჟამად მოქმედი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 18 წლამდე ასაკის პაციენტების სტაციონარული მკურნალობა.
დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია, კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები. იმედია საქმე გექნებათ სხვა დაავადებასთან.
გარდა ამისა, საჭიროა, გამოკვლეული იქნეს ბავშვის ტერფი, ვინაიდან თქვენს მიერ დასახელებული სიმპტომები ბრტყელტერფიანობასაც ახასიათებს.
აქედან გამომდინარე გირჩევთ, მისი გამორიცხვით დაიწყოთ.
ჩვენი ცენტრი ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, გთხოვთ მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას.
რაც შეეხება თქვენს მეორე შეკითხვას, მიმოწერის რეჟიმში პასუხის გაცემა გაგვიჭირდება. შესაძლოა, მენსტრუალური ციკლის დარღვევების გამომწვევი იყოს პაპილომა ვირუსი. დიაგნოსტირებისათვის და შესაბამისი კვლევებისათვის უნდა მიმართოთ გინეკოლოგს.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ სრულ გინეკოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !