კითხვა: გამარჯობა. ვცხოვრობ საზღვარგარეთ და მყავს ექვსთვინახევრის ბიჭჰი ლუი. ძალიან მშვიდი და მხიარული უპრობლემო ბავშია.ერთი თვეა დაეწყო ქავილი თავის უკანა ნაწილში და ყურებზე. ძილის დროს და როცა წუხს იქავებს ძალიან. მგონია რომ გვირილის ჩაი როცა მივეცი იქედან დაეწყო. თან პარალელურად შევცვალე რძე.როცა გვირილის აბაზანაში ჩავსვი გაწითლდა დაიწყო ქავილი.ექიმმა აქ მითხრა ეგ არ გამოწვევდაო. აქვს კანის სიმშრალეც. ადრე არ ქონდა და ახლა გაუჩნდა თავზე ქერტლს მზგავსი ქერტლები. ერთმა ექიმმა თქვა ეგზემააო. მეორემ აარაო. ლოკალური ქავილის ადგილია თავის უკანა ნაწილი და ყურები. ოდნავ წითლად ააქვს დაყრილი მაგრამ არა ბუშტუკების სახით როგორც ეგზემას ახასიათებს. არ იქავებს მუდმივად. მხოლოდ როცა უნდა რომ დაიძინოს და თითქოს როცა რაღაცაზე წუხს. კვებით ჭამს ბულიონს ქათმისას ვაშლს. ბროკოლი სტაფილო. ნორჩი ყაბაყი. ხორბლის ფაფას და რძე დღეში სამჯერ დაახლოებით ნოვალაცს.რომელსაც აფთიაქში ვყიდულობ. შეიძლება რომ გვირილა იყოს მიზეზი?!ადრე არ ქონდა და რატომ მაინც გვირილის ჩაის მიღების და შამპუნის შემდეგ.გვირილა ხომ პირქით ამშვიდებს მაგრამ შეიძლება ლუის ქონდეს ალერგია?!.გმადლობთ
პასუხი:
მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ გვირილა არ არის ალერგენული, პირიქით - იგი ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიალერგიულია.
დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუმცა როგორც მოგვითხრობთ, ბავშვს შეუცვალეთ რძე, შესაძლოა ჩივილების მიზეზიც ეს გახლდეს , რადგან, რძეზე ალეგია ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ალერგიაა ბავშვებში. მდგომარეობას იწვევს ორგანიზმის არასწორი რეაქცია რძის პროდუქტების მიმართ.
ალერგიის სიმპტომები შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი, ისე მძიმე.
ამიტომ, უმჯობესია, მიმართოთ იმ ქვეყნის პედიატრს, სადაც ახლა ბრძანდებით. რათა თავიდან აირიდოთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს. ამიტომ, ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !