ინტრაკრანიული ჰიპერტენზია

კითხვა: გამარჯობა, რა გზით დავადგინო მაქვს თუ არა შიდა ქალის წნევა?
პასუხი:

მოგესალმებით,
ქალასშიდა წნევა ცერებროსპინალური სითხის - ლიქვორის წნევაა. ლიქვორით ამოვსებულია თავის ტვინის პარკუჭები და ზურგის ტვინის არხი. ტვინის ქსოვილის კვებას სწორედ ეს სითხე უზრუნველყოფს
ქალასშიდა წნევის მომატებაზე მრავალი სიმპტომი მიუთითებს, მაგრამ დიაგნოზის დასაზუსტებლად და პათოლოგიის მიზეზის დასადგენად აუცილებელია გამოკვლევების ჩატარება.
ჩვილ ბავშვებს თავის ქალას ულტრაბგერით გამოკვლევას - ნეიროსონოსკოპიას უტარებენ, უფრო მოზრდილებისთვის კი კომპიუტერულ ტომოგრაფიასა და თვალის ფსკერის გამოკვლევას მიმართავენ.
უშუალოდ ცერებროსპინალური სითხის წნევის გაზომვა შეიძლება მხოლოდ ქირურგიული მანიპულაციის - ლუმბალური ან პარკუჭთაშიგა პუნქციის დროს. რაც შეეხება დღემდე პოპულარულ ექოენცეფალოგრაფიას, ის მაინცდამაინც ზუსტ პასუხს ვერ იძლევა.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ ნევროლოგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც მდგომარეობის ობიექტური შეფასების შემდეგ, მოგცემთ რეკომენდაციას, საჭირო კლინიკურ კვლევაზე.
ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა