გამონადენი ორსულობის დროს

კითხვა: მოგესალმებით ვარ ანა 30 წლის ვცხოვრობ ესპანეთში .8 წელი ვცდილობდი ორსულად დარჩენას მაგრამ უშედეგოდ მიზეზი მხოლოდ ის რომ არ მისკდებოდა ობულები.1 თებერვალს გამიკეთეს განაყოფიერება და დავრჩი პირველივე ცდაზე.ეხლა როგორ მითვლიან ვარ 11 კვირის.ეს თვეები მქონდა ღიავარდისფერი გამონადენი ოღონდ მცირე და ცოტახნით.მერე ერთ დღეს რაღაც ჩამომვარდა პატარა კოლტი და ისიც მცირე და არც ისე მუქი.ყოველ ჯერზე მეუბნებიან რომ არაუშავს მიზეზი და ახსნა არ აქვს ამას რადგან ხდება ესე ორსულებში.გუშინ ღამე დამეწყო დენა იმაზე მეტი ვიდრე მენსტრუაცია და ისევ ჩამომვარდა რაღაც მასა იყო საკმაო რაოდენობის სისხლი მეგონა დავკარგე ბავშვი 10 წუთში სავადმყოფოში ვიყავი.ბევრი გასინჯვის შემდეგ მითხრეს რომ ბავშვი კარგად არის და გულის ცემა მომასმენინეს.მიზეზს ვერ მიხსნიან ჩამოთვალეს უამრავი დაავადება და მითხრეს რომ აქედან არაფერი მჭირს და ჯანმრთელი ვარ მაგრამ იძახიან რომ ხანდახან ესეთ სიტუაციას არ აქვს ახსნა და არც მოტივი.მითხრეს რომ მინიმუმ 3 დღე უნდა ვიწვე სანამ დენა არ შეწყდება ბოლომდე.გთხოვთ იქნებ თეორიულად დამეხმაროთ ამიხსნათ რა ხდება და რა უნდა იყოს ამის მიზეზი მადლობა წინასწარ.ანა
პასუხი:

მოგესალმებით! ორსულობის დროს შესაძლოა განვითარდეს სისხლდენა საშოდან რაც, ბუნებრივია, საყურადღებო სიმპტომს წარმოადგენს, თუმცა გახსოვდეთ, რომ დროული დიაგნოსტიკის და ადექვატურად ჩატარებული მკურნალობის პირობებში ვაგინალური სისხლდენა/სისხლოვანი გამონადენის არსებობა ყოველთვის არ ხასიათდება ცუდი პროგნოზული მაჩვენებლით.
ამის მიუხედავად, უნდა გვახსოვდეს, რომ ვაგინალურ სისხლდენას ყოველთვის სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ზოგიერთ შემთხვევაში საშოდან სისხლოვანი გამონადენის არსებობა მოსალოდნელი აბორტის მანიშნებელი სიმპტომია ან მდგომარეობაა, რომელიც გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებს.ვაგინალურ სისხლდენას ორსულობის დროს ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.
ორსულობის პირველ ტრიმესტრში ვაგინალური სისხლდენის გამომწვევი შესაძლო მიზეზებია:
1. სპონტანური აბორტი
2. იმპლანტაციური სისხლდენა რაც ვითარდება განაყოფიერებიდან რამოდენიმე დღის შემდეგ.
3. საშვილოსნოს ყელისმიერი პრობლემები, როგორიცაა მაგალითად : ცერვიკალური ინფექცია, ანთებადი საშვილოსნოს ყელი ან წარმონაქმნები საშვილოსნოს ყელის მიდამოში.
4. ექტოპიური ანუ საშვილოსნოს გარე ორსულობა

სისხლიანი გამონადენის გამოჩენისას საჭიროა დაუყოვნებლივ კონსულტაცია ექიმთან და უფრო ეფექტური ჩარევა, რადგან სისხლიანი გამონადენი ორსულობის პათოლოგიის დაწყების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამოვლინებაა.
სისხლიანი გამონადენის მიზეზთა კლასიფიკატორში მნიშვნელოვანია რა ვადაზე ვითარდება ეს სისხლდენა.
ადრეული სისხლიანი გამონადენის შემთხვევათა 80% ორსულობის მიმდინარეობას საფრთხე არ ემუქრება, მცირედ შეფერილი გამონადენი პანიკის საფუძველი არ არის, თუმცა მისი გამოჩენიდან მაქსიმუმ 6 დღეში სასურველია ვიზიტი გინეკოლოგთან.
თუ ორსულს უვითარდება სისხლდენა, ეს ნიშანია, რომ დაუყოვნებლივ საჭიროა ვიზიტი ექიმთან და მისი სამშობიაროში გადაყვანა.
ვინაიდან თქვენ იმყოფებით სპეცილისტების მეთვალყურეობის ქვეშ სანერვიულო არ გაქვთ.თუმცა თუ შეამჩნევთ ტკივილის ან გამონადენის მატებას დაუყონებლივ აცნობეთ მკურნალ ექიმს .გმადლობთ,რომ გვენდობით ,გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა