კითხვა: მინდა გამოვიყენო პრეპარატი დეტოქსი რამდენად უსაფრთხოა ბავშვისთვის რომელიც 21წლისაა
პასუხი:
მოგესალმებით,
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს პრაქტიკაში არ ვიყენებთ მსგავს პრეპარატებს, კვალიფიციურ პასუხს ვერ გაგცემთ კონკრეტულად „დეტოქსის”-ს შესახებ.
ზოგადად, ექიმის დანიშნულების გარეშე, ნებისმიერმა პრეპარატმა შეიძლება თქვენს და თქვენი შვილის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას, მინიმუმი ზიანი იქნება ის, რომ ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს, ხოლო ყველაზე ცუდი – გამოიწვევთ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანებას.
მიმართეთ მკურნალ ექიმს და თავი აარიდეთ „მოდურ“ პრეპარატებს.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !