მოგესალმებით,
თანამედროვე მონაცემებით, ნორმაში არტერიული წნევა 120/80-ს არ უნდა აღემატებოდეს.
მრავალი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ოპტიმალური მაჩვენებელი 115/75-ზეა.
ზოგიერთი კარდიოლოგის აზრით, ჰიპოტენზიად უნდა ჩავთვალოთ სისტოლური წნევის 90-ზე და დიასტოლურის 60-ზე ნაკლები მაჩვენებლები.
გასათვალისწინებელია, რამდენად სწორად იზომავთ წნევას, იდეალურ შემთხვევაში, არ უნდა გქონდეთ მოშარდვის სურვილი, ცოტა ხნით ადრე არ უნდა გქონდეთ მიღებული საკვები და კოფეინი, ასევე რეკომენდებულია წნევის გაზომვამდე სულ მცირე 5 წუთის მანძილზე დასვენება.
დისტანციურად რთულია გაგცეთ ზუსტი პასუხი, თუმცა აშკარაა, რომ საქმე სერიოზულია და უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.
აუცილებელია ვიზიტი განახორციელოთ შესაბამის სპეციალისტთან.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში კარდიოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ანამნეზის და კლინიკურ–ლაბორატორიულ კველვების შემდეგ დაისმევა შესაბამისი დიაგნოზი და დაგენიშნებათ მკურნალობა.
ასევე, კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ გულ–სისხლძარღვთა სისტემის სრულყოფილი კვლევა ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !