მოგესალმებით, ჰემოროიდექტომია არის ოპერაცია , რომლის დროსაც იჭრება ჰემოროიდები. მიუხედავად იმისა, რომ ბუასილის ოპერაციის შემდეგ სერიოზული პრობლემების განვითარების რისკები მცირეა, გართულებები შეიძლება მაინც მოხდეს, მაგალითად სტენოზი. (ანალური არხის დავიწროება) - რისკი მაღალია, თუ მკურნალობთ ისეთ ჰემოროიდებს, რომლებიც განვითარდა ანალური არხის ამომფენ რგოლებში. ნაწლავების ზედაპირი დაფარულია ლორწოვანი გარსის ნაკეცებით. არსებობს შემთხვევები, როდესაც ოპერაციის შემდგომ ზოგჯერ შეუძლებელი ხდება დაზიანებული ლორწოვანი გარსის აღდგენა, თქვენს შემთხვევაში ეს რამდენად შესაძლებელია ამის დასადგენად, შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად და პრობლემის მოსაგვარებლად, გირჩევთ მიმართოთ ისევ თქვენს მკურნალ ექიმს. ალტერნატიული აზრის მოსასმენად შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და ისარგებლოთ აქციის ფარგლებში ,პროქტოლოგთან უფასო კონსულტაციით ხუთშაბათს, რომელიც შეკრებს ანამნეზს, შეაფასებს თქვენს მდგომარეობას ობიექტურად და დაგინიშნავთ მკურნალობას. თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, თან იქონიეთ ჩატარებული კვლევების პასუხები. გაცნობებთ, რომ აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: მოგესალმებით,ბუასილის ოპერაცია გავიკეთე ერთი თვე და ერთი კვირა გავიდა უკვე და კუჭის მოქმედებისას ტკივილი ისევ მაქვს,ექიმი ამბობს ყველაფერი რიგზეა ჭრილობის მხრივო და მაინტერესებს რატომ მტკივა ასე ძალიან.გმდლობთ გამოხმაურებისთვის
პასუხი: