მოგესალმებით,
ფარისებრი ჯირკვალი არის ენდოკრინული ჯირკვალი, რომელიც არეგულირებს ორგანიზმში ენერგიისა და ნივთიერებათა ცვლას.
„ფარისებრი ჯირკვალი არის ძალიან პატარა“, რასაც უშუალოდ ეხება თქვენი შეკითხვა, ჰიპოპლაზიად იწოდება.
ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოპლაზიის შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მისი ფუნქციური მდგომარეობის შესწავლას, ანუ იმის განსაზღვრას, როგორ მუშაობს ჯირკვალი. ამისთვის იკვლევენ სისხლში თირეოტროპული ჰორმონისა და თიროქსინის, იგივე ტეტრაიოდთირონინის დონეს.
ზოგადად, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პალპაციის მონაცემებს, ჰორმონულ და ექოსკოპიურ კვლევებს. ამის შემდეგ, საჭიროებისამებრ, ინიშნება სხვა, დამატებითი გამოკვლევებიც.
ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ჰიპოპლაზიის მიზეზის დადგენა და თანმხლები პროცესების შეფასება. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მკურნალობა სხვადასხვაგვარია, ამიტომ, გირჩევთ მიმართოთ მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე.
მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფარისებრი ჯირკვლის სრულყოფილი კვლევა, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-49-larad-
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !