გამონაყარი

კითხვა: ესეიგი ხელებზე დამაყარა წყლულებივით გამიჩნდა რაგაცა წერტილები შავი თავები აქვთ თუ შეგიძლიათ რო მიპასუხოთ რა შეიძლება იყოს
პასუხი:

მოგესალმებით!
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე , შესაძლოა საქმე ეხებოდეს საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერსეკრეციას სებორეის ფონზე.
ცხიმიანი კანის ზედაპირზე შედარებით დიდი ფორებია, მათში ჯდება ჭარბად გამოყოფილი ცხიმი, რომელიც შერეულია ოფლთან და ჭუჭყთან, შედეგად კი კანზე ჩნდება შავი წერტილები, კომედონები.
ცხიმიანი კანი მუდმივ მოვლას საჭიროებს. გირჩევთ შემდეგს : დაიცვათ კანის სისუფთავე , ამ მიზნით დაიბანეთ ანტიბაქტერიული საპნით.
გამონაყარს არ ახლოთ ხელი - მათზე ზეწოლა "გამორწყვის" მიზნით დაუშვებელია, უფრო მეტად დააზიანებთ კანს, გააძლიერებთ ანთებას და ხელს შეუწყობთ ინფექციის გავრცელებას. ყურადღება მიაქციეთ კვებას, არ მიიღოთ ცხიმიანი საკვები, შეზღუდეთ ნახშირწყლები (ცომეული, ტკბილეული), არ მიირთვათ მაიონეზი, დაიცავით ძილისა და კვების რეჟიმი.
რაც შეეხება მკურნალობას, შედეგის აღმოსაფხვრელად საჭიროა გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტიკა. ამიტომ გირჩევთ მიმართოთ დერმატოლოგს.
გმადლობთ, რომ დაინტერსდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა