გულის წასვლის შეგრძნება

კითხვა: გამარჯობა ვარ 23 წლის დილის 8-9 საათზე 1 კვირაა დამჩემდა გულის წასვლის შეგრძნება 10-15 წუთში გამივლის და მთელიდღე ჩვეულ ფორმაში ვარ
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც მოგვითხრობთ, „ დილის 8-9 საათზე“ უჩივით აღნიშნულ სიმპტომს, რაც სავარაუდოდ უკავშირდება ლოგინიდან წამოდგომას. ამის მიზეზი კი, შეიძლება იყოს წამოდგომის მომენტში არტერიული წნევის დაქვეითება. ეს კი შეიძლება უკავშირდებოდეს არასწორ დღის რეჟიმს და სრულფასოვანი კვების ნაკლებობას.
ჯანმრთელი ადამიანი დღე-ღამეში 2 ლიტრამდე სითხეს უნდა იღებდეს (იგულისხმება არა მარტო წყალი, არამედ ნებისმიერი სასმელი და ხილითა და ბოსტნეულით მიღებული სითხეც).
ამ რეკომენდაციის შესრულება ჰიპოტენზიისკენ მიდრეკილი პაციენტებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სითხე ზრდის მოცირკულირე სითხის მოცულობას და თავიდან გვაცილებს დეჰიდრატაციას.
იკვებეთ ჯანსაღად. მიიღეთ მრავალფეროვანი საკვები, მათ შორის – დაუმუშავებელი მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული, ქათმის ხორცი, თევზი.
დილით საწოლიდან ადგომისას და საერთოდ წამოდგომის დროს კი, ჯერ ნელა დაჯექით და მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ წამოდექით ფეხზე.
მდგომარეობის დაზუსტების მიზნით კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე რომელიც მიმდინარეობს ყოველ პარასკევს წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა