მოგესალმებით,
ზოგადად, მეხსიერება ურთულესი ფენომენია. მისი განსხვავებული ფორმების რეალიზაციაში განსხვავებული ნერვული სტრუქტურები და მექანიზმები მონაწილეობენ, ამიტომ დისტანციურად რთულია ზუსტი დიაგნოზის დასმა, რადგან, მეხსიერების დაქვეითება ყოველთვის ასაკობრივი ცვლილებების მიზეზით არ ხდება.
დიაგნოსტირებისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მეხსიერების დაქვეითების ტემპს, თანმხლებ პათოლოგიებს, სიტუაციას, რომელშიც მოხდა მეხსიერების დაქვეითება
მოგცემთ რამდენიმე რჩევას რეკომენდაციის სახით:
● მოიწესრიგეთ ძილი;
● გაითვალისწინეთ დღე-ღამის ბიოლოგიური რიტმის მნიშვნელობაც. უნდა იძინოთ ღამით და არ უნდა ათიოთ ღამეები იმ იმედით, რომ დღისით გამოიძინებთ;
● მაქსიმალურად დაიტვირთეთ ფიზიკურად - ფიზიკური დატვირთვის დროს ტვინი უკეთ მარაგდება სისხლითა და ჟანგბადით.
● ყურადღება მიაქციეთ კვებას - მეხსიერებისა და საზოგადოდ, თავის ტვინის ნორმალური მუშაობისთვის , დიდი მნიშვნელობა აქვს სრულფასოვან კვებას - ამინომჟავების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების სათანადო რაოდენობას.
ასევე, სასურველია გამოირიცხოს, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები,რომლის დროსაც შესაძლებელია წარმოიშვას მეხსიერების და თქვენს მიერ აღწერილი პრობლემები , ამიტომ კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ ენდოკრინოლოგიურ კვლევაზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-49-larad-
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !