რეფლუქს–ეზოფაგიტი

კითხვა: გამარჯობა.მაინტერესებს თუ იკურნება რეფლუქს ეზოფაგიტი თერაპიულად.რა დრო სჭირდება. თუ იკურნება ოპერაციით.მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
ეზოფაგიტი – საყლაპავის ანთებაა. განახვავებენ მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ ეზოფაგიტებს.მწვავე ეზოფაგიტები ვითარდება საყლაპავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებით ცხელი საკვებითა და სასმელით, ქიმიური ნივთიერებებით (კოროზიული ეზოფაგიტები), მწვავე ინფექციური დაავადებების დროს.
ქრონიკული ეზოფაგიტები ხშირად თან ახლავს ცხვირ – ხახისა და კუჭის ქრონიკულ ანთებით დაავადებებს, რიგ შემთხვევებში შესაძლოა აღინიშნებოდეს ქრონიკული ინფექციური დაავადებების დროს.
შეგუბებითი ეზოფაგიტები წარმოიქმნება საყლაპავში საკვების შეჩერებისა და დაშლისას, რაც უკავშირდება საყლაპავის სპაზმს, კარდიის აქალაზიას. ქვემწვავე და ქრონიკული ეზოფაგიტის ყველაზე ხშირი მიზეზია კუჭის წვენის გადასროლა საყლაპავში კარდიის უკმარისობის შედეგად, ე. წ. რეფლუქს–ეზოფაგიტი ან პეპტიური ეზოფაგიტი, რომელიც აღინიშნება დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის აქსილარული თიაქრის დროს, ოპერაციის შემდეგ, სისტემური სკლეროდერმიის დროს – კარდიის ზონის გლუვი კუნთების ატროფიიის შედეგად.წყლულოვანი დაავადების, ქოლეცისტიტის დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს კარდიის შეფარდებით ანუ ფუნქციურ უკმარისობას, სპასტიური შეკუმშვისა და კუჭის ჰიპერტონუსის გამო, რეფლუქს–ეზოფაგიტის მკურნალობა ტარდება კონსერვატიულად.
მედიკამენტებიდან ინიშნება შემკვრელი და ანტაციდური პრეპარატები.
მკვეთრად გამოხატული თანმხლები ეზოფაგოსპაზმის დროს ნაჩვენებია სპაზმოლიზური და ქოლინოლიზური საშუალებები.
სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის და სათანადო მkურნალობის დანიშვნის მიზნით, შეგიძლიათ მომართოთ კლინიკას.
შემოგთავაზებთ აქციას სრულ გასტროსკოპიულ კვლევაზე, 90 ლარად ჩაიტარებთ კვლევას, ასევე გაივლით კონსულტაციას ქირურგთან და გასტროენტეროლოგთან.
ასევე გვაქვს ქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღე ხუთშაბათს და შაბათს.
აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა