ფოლიკულის მონიტორინგი ( დამატებითი პასუხი ) - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა,მაქვს 31 დღიანი ციკლი,ჩავიტარე ფოლიკულის მონიტორინგი ციკლიდან მე8 დღეს,პასუხები კი ასეთია: მარჯვენა საკვერცხე: 36.5×23×25 მმ მოც 10,9 სმ3. ჭრილში ფიქსირდება 2-3 ფოლიკული,მაქსიმალური დიამეტრის 10მმ (ექოგრამა 1). მარცხენა საკვერცხე: 37×20×19 მმ მოც 7,3 სმ3. ჭრილში ფიქსირდება 5 ფოლიკული,მაქსიმალური დიამეტრის 8.5მმ (ექოგრამა 2). ენდომეტრიუმი: 13 მმ-მდე,საშუალო ექოგენობის,მცირედ არაერთგვაროვანი ექოსტრუქტურის,წერტილოვანი ჰიპოექოგენური ჩანართების გამო (ექოგრამა 3). დუგლასის ფოსო: თავისუფალი. გთხოვთ მიპასუხოთ,ამ სურათის მიხედვით ამ ციკლში შესაძლებელია თუ არა,რომ მოხდეს ოვულაცია?
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, ენდომეტრიუმის სისქე რეკომენდებულია იყოს საშუალოდ 8-13 მმ, რაც თქვენს შემთხვევაში ნორმაშია.
სასურველია, ყურადღება მიექცეს ჰიპოექოგენურ ჩანართებს, რაც სავარაუდოდ ჰორმონული დისბალანასის ფონით არის გამოწვეული.
თუ ენდომეტრიუმი ოვულაციამდე შეინარჩუნებს 8-13 მმ–მდე ზომას, შესაძლებელია დადგეს ორსულობა.
აუცილებელია, კვლევის პასუხი გააცნოთ თქვენს გინეკოლოგს და სთხოვოთ გაგარკვიოთ ვითარებაში.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/33
 
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა