ბართოლინის ჯირკვალი - გინეკოლოგია

კითხვა: ბართოლინის ჯირკვლის კისტასთან ერთად ამოკვეთა და ოპერაციის შემდეგ ძნელია ცხოვრება?
პასუხი:

მოგესალმებით,
ბართოლინის ჯირკვლები ქალის საშოს შესავლის აქეთ-იქითაა განლაგებული და გამოიმუშავებს სითხეს, რომელიც საშოს სინოტივეს უზრუნველყოფს. ზოგჯერ ხდება ისე, რომ ჯირკვლის სადინარი იხშობა და სითხე ჯირკვალში გროვდება. სწორედ ასე წარმოიქმნება ბართოლინის ჯირკვლის ცისტა.
მას უმეტესად სტაფილოკოკი და სხვა მიკროორგანიზმები იწვევს, მათ შორის - ნაწლავის ჩხირი, ასევე - შერეული ინფექცია. ბართოლინიტის დროს პათოგენური მიკროორგანიზმები აზიანებენ ჯირკვლის გამომტან სადინარს და საკუთრივ ჯირკვლის ქსოვილს.
ინფიცირება, როგორც წესი, დროის ამბავია. დაჩირქებული ცისტა წარმოქმნის მგრძნობიარე, ხშირად მტკივნეულ კვანძს საშოს შესავალთან, იწვევს დისკომფორტს სიარულისა და ჯდომის დროს, ტკივილს სქესობრივი კავშირის დროს და ცხელებას, გამწვავებისას კი , ზოგჯერ მქაჩავ ტკივილს მუცლის ქვედა ნახევარსა და წელის არეში.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ოპერაციის დასრულების შემდეგ, რეაბილიტაცია ინიშნება 7-10 დღის განმავლობაში. თანმდევი გართულებებით არ ხასიათდება, თუ პაციენტი დაემორჩილება და მიჰყვება მკურნალი ექიმის რეკომენდაციას.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც გასინჯვისა და მდგომარეობის შეფასების შემდეგ, მოგაწვდით ინფორმაციას, ქირურგიული მკუნალობის მეთოდის შესახებ. ასევე გაგცემთ ამომწურავ პასუხს, ოპერაციასთან და მკურნალობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/33 

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ვიზიტის დასაგეგმად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა