წვა შარდვის დროს, ქავილი და გამონადენი - გინეკოლოგია

კითხვა: შარდვის დროს მაქ წვა სადღაც ერთი თვე მიგრძელდება ხოლმე. გამონადენიც მაქ ბევრი და ქავილიც რისი ბრალი შეიძლება იყოს?
პასუხი:


მოგესალმებით,
სავარაუდოდ, თქვენი ჩივილის გამომწვევია – მწვავე ჰემორაგიული ცისტიტი.
ასევე, შესაძლებელია, ამასთან ერთად იყოს მწვავე ვაგინური ინფექციები და ზოგადად შარდ–სასქესო სისტემის ინფექცია.
ეს მდგომარეობები მოითხოვს გადაუდებელ მკურნალობას, სხვა შემთხვევაში ჩამოყალიბდება ქრონიკული პროცესი, რომლის განკურნება გაცილებით ძნელი და ხანგრძლივია, ვიდრე მწვავე ფაზის დროს მკურნალობა.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ანამნეზის საფუძველზე დაგინიშნავთ კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს. შედეგების მიხედვით კი, დაგენიშნებათ სათანადო მკურნალობა.
ასევე, კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ გინეკოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა